„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის N20/01-01, 23/01.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:15 სექტემბერი, 14:00 საათი; N235, II კორპ.
2. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია:
2.1 კომისიის შემადგენლობა:
- გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
- რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე
- თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
- ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
- ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი
3. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე